უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ 95 მებრძოლი. ზოგიერთი მათგანი „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში იყო.
რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
მილიარდი ყალბი ამერიკული დოლარის ფლობის ფაქტზე სტამბოლში რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა წუხელ ოდესის ცაზე რუსების მიერ გაშვებული 8 „კამიკაძე“ დრონი და რამდენიმე რაკეტა გაანადგურეს, - ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელმა სერჰი ბრაჩუკმა განაცხადა.
ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.