რუსეთმა გვიან ღამით ზაპოროჟიე დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა,- ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა ქალაქის საცხოვრებელი რაიონი და განადგურებულია ორსართულიანი სახლი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი ბავშვი დაშავდა.
საერთო ჯამში, ფიოდოროვის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. რვა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვია.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
