აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი გულწრფელად ისწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 1 ბარელი “ბრენტი” 100 დოლარი ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული ნავთობი - 90 დოლარამდე გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ვარდნა საერთაშორისო გამოცემა “აქსიოსის” ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასზე განხორციელებული მესამე მკვლელობის მცდელობის შემდეგ, იგი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარების წინადადებას განიხილავს.
ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშიში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ინდური გაზეთი Hindustan Times-ი ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში Dark Eagle-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების განლაგება მოითხოვა,- ამის შესახებ საერთაშორისო მედია, მათ შორის Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ბერლინის Neue Nationalgalerie-ში ამერიკელი მხატვრის, ბიპლის, უჩვეულო ინტერაქტიული ინსტალაცია გაიხსნა.
