,,არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს"- დონალდ ტრამპი
არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ჩვენ მას ავირიდებთ, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელმძღვანელობა.
ყოველ დღე, სანამ უკრაინაში ბრძოლა გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა – სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ – განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
