შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
რომის პაპი ფრანცისკე რუსეთსა და უკრაინას სააღდგომოდ დაზავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ მიმართვაში განაცხადა.
უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ დღეს მიიღო.
ნატო, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირმა უკრაინის დედაქალაქ კიევში საელჩო ხელახლა გახსნა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
უკრაინასა და რუსეთს შორის დღეს ტყვეების გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 12 ჯარისკაცი და 14 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება სახლში, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აქვეყნებს.