ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა, ვიბრძვით, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან 50-ე დღის ბოლოს გავრცელებული მიმართვის დროს გააკეთა.
რუსეთი ბრაზილიას საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკსა და “დიდ შვიდეულში“ მხარდაჭერას სთხოვს, იმისთვის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამკლავებაში დაეხმაროს, - ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება.
რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სიმხეცემ, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს მარიუპოლსა და კიევის შემოგარენში - ბუჩასა და ბოროდიანკაში, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა კიდევ უფრო შეამცირა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა თავდაცვით და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე საწვავსა და პირველადი დახმარების პაკეტებს მოხმარდება.