რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს ტრადიციულად მიმართა, რა დროსაც უკრაინაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.
დონბასისთვის ბრძოლა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მარიუპოლში ვითარება უკიდურესად მძიმეა, უბრალოდ არაადამიანურია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ განზრახ ჩაიდინა. რუსეთი შეგნებულად ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც მარიუპოლშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული სიტუაციის შეცვლის მხოლოდ ორი გზა არსებობს : პარტნიორებმა უკრაინას საჭირო იარაღი უნდა მიაწოდონ, ან მდგომარეობა მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს.
„ამაზე გავლენის მოხდენის მხოლოდ ორი გზა არსებობს : ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინას ყველა საჭირო იარაღი, თვითმფრინავები დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ, ან მოლაპარაკებების გზით, რომელშიც პარტნიორების როლი ასევე გადამწყვეტი უნდა იყოს,” - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ არსებობს მარიუპოლთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარების აბსოლუტურად ეფექტური გზა.
„მარიუპოლის ბლოკადის შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ გამოსავალზე არ გვეფიქრა. სამხედრო თუ დიპლომატიური - ყველაფერი ხალხის გადასარჩენად, მაგრამ ამ გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია. ჯერჯერობით, არ არსებობს ასი პროცენტით სწორი გზა. ეს ეხება როგორც სამხედრო ვარიანტებს, ასევე მოლაპარაკების პროცესს,“- აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ ძალებს, რომლებიც ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში იბრძვიან, ულტიმატუმს უყენებს და კვირას, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე, იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, დაღუპულები არიან: ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და არკადი კასრაძე. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.
პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს ვიქტორ მედვედჩუკს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ქალაქ ლვოვის ლიჩაკოვის რაიონული სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 26 თებერვალს მედვედჩუკის შინაპატიმრობიდან გაქცევისა და 2 მარტს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების გათვალისწინებით იქნა მიღებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პროცესი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა. სასამართლოს დადგენილების თანახმად, ეჭვმიტანილსა და მის უფლებადამცველს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება. Unian-ის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკი ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლვოვის სასამართლომ ვიქტორ მედვედჩუკის კუთვნილი 26 მანქანა, 55 სახლი, 30 მიწის ნაკვეთი და იახტა დააყადაღა.