ალყაში მოქცეული ქალაქის, მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში 21 000 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ქუჩაში მიმდინარე ბრძოლების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებული გახდენენ, ცხედრების დათვლა შეეწყვიტათ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფების ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მომხდარი „გენოციდად" მოიხსენია.
უკრაინაში 24 თებერვლიდან, რუსეთის შეჭრის დღიდან, სულ მცირე 20 ჟურნალისტი მოკლეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის „ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირში” აცხადებენ.
ნატო-ში უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ახალ უფრო მასშტაბურ ეტაპს პროგნოზირებენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანამ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ დაუფიქრებლად მოქმედებს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.