ირანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა
ირანში 27 ოქტომბერს გრძელდებოდა საპროტესტო გამოსვლები, რომელთა დროს მოხდა შეტაკებები უშიშროების ძალებს და დემონსტრანტებს შორის.
ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ მაჰაბადში დემონსტრანტები შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობის დაკავებას. ამ დროს თეირანი ცდილობს საპროტესტო გამოსვლები დააკავშიროს შიიტთა მეჩეთზე თავდასხმასთან მაშინ, როცა მეჩეთზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ისლამურმა სახელმწიფომ.
ირანის ქალაქებში გამოსვლები დაიწყო 16 სექტემბერს, თავსაფრის არასწორი ტარების გამო დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის პოლიციის განყოფილებაში გარდაცვალების შემდეგ.
სოციალური მედიით 27 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ შემოერტყა ადამიანთა დიდი ჯგუფი გუბერნატორის შენობას და ქვებს ესროდა მას. ამ დროს ისმის სროლის ხმა. ქალაქში მღელვარება გაიზარდა 35 წლის ისმაილ მოლუდის დასაფლავების შემდეგ. მოლუდი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის დროს მოკლეს.
ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციების მონაწილეებს პოლიცია სასტიკად უსწორდება. მოკლულია 200-ზე მეტი, დაშავებულია ასეულობით ადამიანი და დაკავებულია 13 ათასზე მეტი პირი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
