"ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია"
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვიაცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.
პესკოვი ამბობს, რომ პუტინს და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და არც იგეგმება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
