ფსიქოლოგების აზრით, წიგნის კითხვა ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება
როგორც ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, კითხვა ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება.
ზოგჯერ ამ გზით შესაძლებელი ხდება ანტიდეპრესანტების მიღების შემცირებაც. ექსპერტებმა შემოიტანეს ცალკე ტერმინი „ბიბლიოთერაპია“. მათი თქმით, წიგნების კითხვა ემოციური რეაქციების გზით, ქცევით ცვლილებას იწვევს. კითხვა აუმჯობესებს განწყობასა და ზოგად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
გასულ წელს ტურინის უნივერისტეტის თანამშრომლებმა ბიბლიოთერაპიის ათი კვლევის ანალიზი გამოაქვეყნეს. აღმოჩნდა, რომ მინიმუმ ექვს სამეცნიერო ნაშრომში დაფიქსირდა მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც სამ წლამდე შენარჩუნდა.
გრონინგენის უნივერსიტეტის კვლევა მიეძღვნა პენსიონერებში აბების გარეშე დეპრესიასთან ბრძოლას. ბიბილიოთერაპიამ აქაც მშვენივრად იმუშავა. დადებითი ეფექტი აიხსნება იმით, რომ დეპრესიული ადამიანების უმეტესობა თავს იზოლირებულად მიიჩნევს. სხვა, თუნდაც გამოგონილი, ადამიანის გამოცდილებაზე კითხვა კი მათში იმედს სახავს.
კერძოდ, კარგად მოქმედებს დეტექტივები. დანაშაულის გახსნის იდეა ფსიქოლოგიურ შვებას იძლევა. კარგად მუშაობს აუდიოწიგნიც. ის არა მარტო განწყობას აუმჯობესებს, არამედ აქვეითებს შფოთს და აგრესიულობას. წიგნების ბეჭდური და აუდიოვერსია უკეთ მუშაობს,ვიდრე სატელევიზიო სერიალები, ვინაიდან ადამიანი თავად აკონტროლებს კითხვის ან მოსმენის ხანგრძლივობას.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
