რამდენი წლის სიცოცხლეს გვართმევს დაბინძურებული ჰაერი
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს.
მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ფაქტორის გამო, სამყაროს სხვადასხვა ნაწილში. ჰაერის დაბინძურება სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას დედამიწაზე დაახლოებით ერთი წლით ამცირებს, აზიისა და აფრიკის უფრო მეტად დაბინძურებულ ქვეყნებში კი 2 წლამდე.
სუაბარია 2,5 მკმ მცირე ზომის ნაწილაკებით დაბინძურებაზე. მათ შეუძლია ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის პროვოცირება. დაბინძურების უსაფრთხო ნორმად მიღებულია 10 მკმ ნაწილაკი 1მ3 ჰაერზე. ეს მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნებოდეს ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში. თუმცა სტატისტიკის თანახმად, დედამიწაზე, ქალაქის მოსახლეობის 95% ძლიერ დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს.
ტეხასის უნივერსიტეტში გააანალიზეს 185 ქვეყნის სტატისტიკა. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო ლიმიტზე მაღალი დაბინძურება, სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 1,03 წლით ამცირებდა (მოწევა გვართმევს 1,82 წელს, ცუდი ხარისხის სასმელი წყალი - 0,57 წელს, არაჯანსაღი კვება - 2,67 წელს).
აღსანიშნავია, რომ შედარებით სუფთაჰაერის ქვეყნებში (აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ავსტრალია) ჰაერის დაბინძურება რამოდენიმე თვით ამცირებდა სიცოცხლის ხანგრძლივობას. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია აღინიშნება სამხრეთ აზიაში. აქ დაბინძურებული ჰაერი ერთად აღებული ყველა სახის კიბოზე უფრო სახიფათოა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
