ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა პოლონეთის ელჩს უმასპინძლა
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი მიიღო.
ელჩმა ქალაქის მერად არჩევა მიულოცა იოსებ ხახალეიშვილს და მისი ავტორობით გამოცემული წიგნი „პოლონელი ქუთაისიდან“ გადასცა საჩუქრად, რომელიც ქუთაისში დაბადებული პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის პოლიტიკური ბიოგრაფიაა.
„თამამად შეიძლება ითქვას, ქუთაისი არის ქართულ -პოლონური მეგობრობის ცენტრი. როგორც იმერეთის მხარე მეგობრობს რამდენიმე სავოევოდოსთან პოლონეთში, ქუთაისსაც ჰყავს დამეგობრებული ქალაქი პოზნანი და ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის არის ნაყოფიერი , საინტერესო და საქმიანი. ჩვენ ხშირად გვყავს სტუმრები პოლონეთიდან და მოხარული ვარ, რომ დღეს გვეწვია პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, რომელთანაც რამდენიმე მნიშივნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, როგორც უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზეც,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისში უახლოეს პერიოდში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში გაიხსნება დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი, ხოლო სახელმწიფო მუზეუმის კედელზე განთავსდება მემორიალური დაფა იმ პოლონელი ტყვეების ხსოვნის პატივსაგებად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში დაიღუპნენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
