საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ზარდიანთკარი ერთი, ძალიან პატარა სოფელია შიდა ქართლში, ზედ საოკუპაციო ხაზთან. ის, ერთის მხრივ, ქართულ სოფელ გუგუტიანთკარზეა მიბმული, მეორეს მხრივ, კი ოსურ სოფელ ხელჩუაზე. აქ ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნაცნობია, ოსებიც და ქართველებიც. აქაურებმა ერთად გაიარეს ბავშვობის წლები და სკოლის პერიოდი, თუმცა რუსულმა ოკუპაციამ მათ ერთმანეთთან კონტაქტი აუკრძალა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა არ შეცღვლილა, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიცია ელჩებისთვის მიწოდებულ დოკუმენტში„ქართულ ოცნებას“ ასევე სთავაზობს გზას, როგორ მივიდეს სამართლიანად, საზოგადოების მონაწილეობით, სამართლებრივ და კონსტიტუციურ სივრცეში დარჩენით, რიგგარეშე არჩევნებამდე.
სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გამო ომში დაპირისპირებულ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოხდა შეთანხმება, რომ სამხედრო ტყვეები გაცვალონ პრინციპით, „ყველა ყველაში“.
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.
ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იმერეთის მასშტაბით სწრაფი ტესტირების ჩატარება 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებული პროგრესი პოზიტიურია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, თითქოს პანდემია დასასრულს მიუახლოვდა, - ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა“,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
