ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გოგი ქავთარაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
გოგი ქავთარაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.
„სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას ისეთი ღირსეული ადამიანი აკლდება, როგორიც გოგი ქავთარაძე იყო. ვუსამძიმრებ ბატონი გოგის ოჯახსა და მთელს საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა. გოგი ქავთარაძეს დღეს, მახათაზე მდებარე პანთეონში დაკრძალავენ.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
