დეკემბერი 09 2020

საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.


დეკემბერი 09 2020

როდესაც მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მანიპულირებული ციფრებითაც კი 27 პროცენტი მიიღო, უუქმებენ რეგისტრაციას, ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.


დეკემბერი 09 2020

კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ უთავმოყვარეობა აღარ არის, პოლიტიკური ხარაკირია პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


დეკემბერი 09 2020

ირაკლი კობახიძის განცხადება, როდესაც იგი საუბრობს შანტაჟის, მუქარის ენით, ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 700 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომ იგი ამ პარტიას ჩახსნის რეგისტრაციიდან ინიცირებას გააკეთებს ამ კანონმდებლობის, ეს არის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, შანტაჟის და მუქარის ენა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


დეკემბერი 09 2020

რუსულ გაზეთ „ნოვიე იზვესტია“-ში («Новые известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომაა გამეფებული აფხაზეთში სიღარიბე და ნგრევა: „მოსკოვისთვის ასეთი მდგომარეობა მომგებიანია...“. მასალის ავტორია რუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პარტია „დემოკრატიული არჩევანის“ ლიდერი იგორ დრანდინი, რომელიც ამას წინათ მეორედ (2001 წლის შემდეგ) იმყოფებოდა სოხუმში.


დეკემბერი 09 2020

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში («Комсомольская правда») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ახალი მატრიარქატი: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სულ უფრო მეტ კაბიან პრეზიდენტს ვხედავთ“. მასალაში განხილულია „ლედი პრეზიდენტების და პრემიერების“ პოლიტიკური პორტრეტები (ავტორი - იულია ალიოხინა).


დეკემბერი 09 2020

“თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია, ამაში კატეგორიულად არ ვათანხმები, არავისთან ღალატი ჩვენი საქმე არაა, უბრალოდ ჩვენ ყოველთვის იმ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის მართალი, ეგ არის და ეგ", - ასე უპასუხა “რეზონანსთან” “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, “ქართული ოცნების” მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის ელისო ბოლქვაძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ძიძიგურმა ივანიშვილს უღალატა და გუბაზ სანიკიძის გზას დაადგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” ზვიად ძიძიგურის წინააღმდეგ - “თუ საკუთარი აზრის გამოთქმა ვინმეს ღალატი ჰგონია...”


დეკემბერი 09 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეგობარი ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.


დეკემბერი 09 2020

ქუთაისის არჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 11 დეკემბრიდან შეუდგება.


დეკემბერი 09 2020

ვწუხვარ, რომ ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ბატონი ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.


გვერდი 984 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.