დღეს ჩვენთვის მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქემ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ხარისხიანი ვაქცინა და ქვეყანა ფეხდაფეხ გაყვეს ამ მოძრაობას ვაქცინაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თუ დასრულდა მოლაპარაკება, ჩვენც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ეს არის აბუჩად აგდება იმ მოლაპარაკების პროცესის, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
უხვი ნალექის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოსა და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.
იმერეთში უხვმა ნალექმა რიგი პრობლემები შექმნა 3 მუნიციპალიტეტში. წყალტუბოს, ხარაგაულისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა დატბორა, როგორც საუბნო გზები ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯს ყველაზე ფართო გამოხმაურება რუსულ მასმედიაში მოჰყვა: რადიო-ტელევიზიაში, პრესაში, საინფორმაციო სააგენტოებში და ა.შ. გავეცნოთ პრესაში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციას:
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 754 თბილისში, 334 იმერეთში, 158 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
