ბავშვებს განვითარებისთვის უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა ამ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
"ქუთაისი გასული წლიდან ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში . ეს გარკვეული სტანდარტების დაცვას და განვითარებას გვავალდებულებს. ჩვენ უკვე შევქმენით განყოფილება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ორი დღეა ქუთაისში სტუმრად იმყოფებიან საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლები. დღეს, მათთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. გუშინ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლით სხდომაშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც განხილული იქნა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. ჩვენ სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქუთაისში მაქსიმალურად გვქონდეს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ ცხოვრების და განვითარების უკეთესი პირობები შევუქმნათ," - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა