იანვარი 13 2021

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.


იანვარი 13 2021

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული პისიარ ტესტირების შედეგად, მხოლოდ ერთი ინფიცირებული გამოვლინდა.


იანვარი 13 2021

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


იანვარი 13 2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა.


იანვარი 13 2021

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 750 თბილისში, 234 იმერეთში, 126 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 13 2021

საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


იანვარი 13 2021

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის ამ ეტაპზე 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

ტეგები:

იანვარი 12 2021

უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.


იანვარი 12 2021

„ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება, მას შეუძლია, გააგრძელოს, რაც დავიწყეთ და ქვეყანა სწორი მიმართულებით განავითაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


იანვარი 12 2021

ახალ წელს საქართველოს ყველა კუთხეში ზეიმობენ, თუმცა გურიაში ეს დღესასწაული განსაკუთრებულია. აქ მას თავისი სახელიც აქვს - კალანდობა. ეს გურულების ტრადიცია და საზეიმო რიტუალია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

ტეგები:

გვერდი 944 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.