ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექციამ ისპაჰანის ქარხანაში 3.6 გრამი ურანის ლითონის წარმოება დაადასტურა.
ურანის ლითონს ატომური ბომბის დასამზადებლად იყენებენ. მის წარმოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით აკრძალულია. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნები ირანს გამუდმებით აფრთხილებენ, რომ არ განახორციელოს ურანის ლითონის წარმოება, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოდის 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებასთან.
იანვარში ირანის წარმომადგენელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადა, რომ ახალი საწვავის დამზადება თეირანის რეაქტორისთვის, კვლევითი მიზნებისთვის ხორციელდება.
ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის (გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
