რა საკითხები იყო განხილული სინოდის სხდომაზე - ანდრია ჯაღმაიძის განმარტება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხდებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო დავით გარეჯის, ასევე ვაქცინაციის თემა.
მისივე განმარტებით, მღვდელმთავრებმა საკმაოდ ბევრი საკითხი შეათანხმეს მცირე დროში და რამდენიმე საათში, საპატრიარქო მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე განჩინებას გაავრცელებს.
„საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას, იყო რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული, ყველაფერი ეს აისახება ოქმში, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
