ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.
რა ქნას საქართველომ, შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ქვეყანამ გაცილებით სუსტი ჯანდაცვით, ვიდრე აქვს სხვა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს? ამის მიუხედავად, ის ახერხებს უკეთესი შედეგების დადებას, ნაკლები დანაკარგებით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.
“კვირის ბოლომდე საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გახსნის გეგმას წარმოადგენს. ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგება, როგორც ეს წინა ჯერზე მოხდა.
“ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება და ამ ეტაპზე ისიც კი გაუგებარია, შეძლებენ თუ არა ერთობის შენარჩუნებას მმართველ პარტიასთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდამდე, რომელიც თვის ბოლოსაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე უკვე გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ჯგუფი - ერთის მხრივ “მოქალაქეები” და “გირჩი”, მეორეს მხრივ კი “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო”.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დასავლეთ ნაწილზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ფრაგმენტის აღდგენა გრძელდება.
სკოლებში ონლაინ სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს.
