მსოფლიოში უდიდეს საავიაციო ძრავას ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა - ვიდეო
არანაკლები შიშის შეგრძნება ქალაქ ბლუმფილდის იმ მაცხოვრებლებს ექნებოდათ, რომელთა ეზოში ჩამოვარდა და სახლს დაეცა ზემოხსენებული ძრავის უზარმაზარი დეტალი - სამ მეტრზე მეტი დიამეტრის, ძრავის ჰაერმიმღების გარსი...
ეს საავაციო შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ ავარია შეემთხვა მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტისა და სიმძლავრის მქონე General Electric GE90 ტურბოვენტილიატორულ რეაქტიულ ძრავას, რომლის დიამეტრი 3,4 მ-ია და გინესის წიგნის რეკორდსმენია. ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიდნენ "ბოინგის" მარჯვენა ბორტის ილუმინატორებთან მიყუჟული მგზავრები, როდესაც ფრენის დროს მათ თვალწინ იშლებოდა 7 მ-ის სიგრძისა და 7,5 ტ მასის რეაქტიული ძრავა, თუმცა ამ საშინელი მომენტის გადაღება მგზავრებმა მოახერხეს და ინტერნეტით გაავრცელეს, რის შემდეგაც, უკვე ყველას ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ალბათ თმები ყალყზე დაუდგება და კიდევ ერთხელ შეეშინდება თვითმფრინავით მგზავრობის, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად საჰაერო ტრანსპორტი ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება.
ამ შემთხვევაში კი სამგზავრო "ბოინგს" მხოლოდ ორი ძრავა ჰქონდა, რომელთაგან ერთი ჰაერში დაიშალა და თანაც, ცეცხლი ეკიდა და ავიაკატასტოფის ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა, თუმცა "ბოინგ 777" სწორედ იმიტომ არის უნიკალური სამგზავრო თვითმფრინავი, რომ ის ძალიან შორ მანძილებზე საფრენადაა განკუთვნილი, მათ შორის, ოკეანის თავზე - მას ეკუთვნის 21,6 ათასს კმ-ზე სამგზავრო თვითმფრინავის ძირსდაუშვებლად ფრენის მსოფლიო რეკორდიც, რასაც განაპირობებს სწორედ მისი უნიკალური ტურბოვენტილიატორული ორი უძლიერესი ძრავა - ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მეორე ძრავას შეუძლია სამ ასეულ ტონიან თვითმფრინავს რამდენიმე საათიანი ფრენა გააგრძელებინოს.
ილუმინატორებიდან მგზავრებს ასეთი "სასიამოვნო" სანახაობა ეშლებოდათ...
ამ სახლის მაცხოვრებელი მსოფლიოში უდიდესი რეაქტიული ძრავის გარსაცმლის უნებლიე "მფლობელი" გახდა...

სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს


