75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური. ინფორმაციას წიკლაურის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
როგორ პარლამენტს მივიღებთ, თუკი საპარლამენტო ოპოზიცია უარს იტყვის შესვლაზე და საკანონდებლო ორგანო მხოლოდ „ქართული ოცნების” 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი?
ყველა ევროპარლამენტარი, რომელიც მოგვიწოდებს, შევიდეთ ივანიშვილის სახელობის პარლამენტში, არის საქართველოს არაკეთილმოსურნე და ევროპის მტერი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპული სახალხო პარტიის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, მანდატები ჩაიხსნება თუ არა, ოპოზიციისა და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გეგმები არ იცვლება და ამაზე წინა კვირას საჯარო წერილშიც განვაცხადეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი დღეიდან იხსნება. საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ობიექტები, რომლებიც საკვებს მაღალ ფასებში ყიდიან, დიდ ჯარიმებს დაექვემდებარება.
"შესაძლოა კოვიდთან ბრძოლამაც ოქროს კარიბჭის ღებვის პროცესის სახე მიიღოს", - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ზურაბ გურულმა Facebook-ზე დაწერა.
სამართალდამცველებმა დააკავეს 2000 წელს დაბადებული პირი, რომელსაც ქუთაისში მომხდარ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში ედება ბრალი.
