გახარიას შეეშინდა და უკან დაიხია - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ნიკა მელიას დაკავებას შტურმით აპირებდნენ, რაც დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შეეშინდა და ამიტომ უკან დაიხია.
"შენობის უკანა მხრიდან ისინი შტურმს აპირებდნენ და გაზის გამოყენებით მესამე სართულზე ასვლას, ნიკა მელიას დაკავებას. ეს გარდაუვლად გამოიწვევდა დიდძალ მსხვერპლს. ისინი ამაზე მიდიოდნენ. გახარიას ბოლოს შეეშინდა დაიხია უკან და თქვა, რომ ამ პასუხისმგებლობას მის თავზე არ აიღებდა", - განაცხადა სააკაშილმა "ტვ პირველის" ეთერში.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
