გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ - ივანე მაჭავარიანი
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილის წასვლა დანაკლისია.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა დანაკლისი მმართველი გუნდისთვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის წასვლა.
„გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი გუნდის გამორჩეული წევრები იყვნენ. იცით, ორივეს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისად, დანაკლისი ნამდვილად არის“,-აცხადებს მაჭავარიანი.
როგორც ივანე მაჭავარიანი აცხადებს, მინისტრების ცვლილების მიუხედავად, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
„მგონი, გიორგი გახარიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. ჩემი აზრით, არ საჭიროებს კომენტარებს. მას არ უხსენებია სიტყვა „დაპირისპირება“ არც შიდა, არც გარე. მან თქვა, რომ გუნდში ვერ მიაღწია კონსენსუსს.
ხელისუფლებაში, ისევე როგორც გიორგი გახარიას, მაია ცქიტიშვილის როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
ქვეყანა და ხელისუფლება ფასდება იმით, რომ პიროვნებები, კი ბატონო, მნიშვნელოვნები არიან, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ის კურსი, რეფორმები უნდა გაგრძელდეს შეიცვლება თუ არა ფინანსთა მინისტრი ან ეკონომიკის მინისტრი. ადრე თუ გვიან ყველა იცვლება, მთავარია კურსიდან გადახვევა არ მოხდეს“,-აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი