April 3, 2026

აგვისტო 26 2021

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარება მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისად იქცა“, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას რუსეთის მიერ დე ფაქტო რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების 13 წლისთავი მიულოცა.


აგვისტო 26 2021

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა.


აგვისტო 26 2021

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ყოველ დღე იზრდება, აეროპორტს არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება, - Financial Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.


აგვისტო 26 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 534 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 119 PCR ტესტით.


აგვისტო 25 2021

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს, რომლითაც ოპონენტებს პასუხობს.


აგვისტო 25 2021

ექიმი თამუნა გვასალია სოციალურ ქსელში კოვიდინფიცირებულებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.


აგვისტო 25 2021

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და გავამთლიანებთ საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს და ენგურის ხიდზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


აგვისტო 25 2021

გუშინ ოპოზიციაში დაიწყეს აჟიოტაჟი. მათ იციან, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში სასტიკად მარცხდებიან. მათ დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთო არჩევნები. ამისთვის მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს და ქალბატონი ნინო დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ იქნებ საგანგებო მდგომარეობა შემოვიღოთ, რათა მოხდეს არჩევნების გადადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.


აგვისტო 25 2021

2021 წლის 25 აგვისტო - ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუს აღწევს, ძალიან ცხელა. ასეთ ტემპერატურაში კი ადამიანში წყლის მოთხოვნილება ჩნდება. პირველივე მაღაზიას მიაშურებ და წყლის პლასტმასის ბოთლს ჰკიდებ ხელს.


აგვისტო 24 2021

არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში - როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენი, ჩვენი შვილების, დედების და მამების, ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.


გვერდი 810 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.