"რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს"
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა და ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
“რა დროც არ უნდა გავიდეს, მისი გახსენება ყველაფერს მტკივნეულად აბრუნებს, თითქოს წამების წინ შევიტყვეთ ეს ამბავი,”- აღნიშნა ბაიდენმა 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში.
მისი თქმით, ერთიანობა აშშ -ის უდიდეს ძალად რჩება.
”ვისწავლეთ, რომ ერთიანობა არის ის, რაც არასოდეს უნდა დაირღვეს”, - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. ტერორისტული დაჯგუფების, "ალ-ქაიდას" წევრებმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენს შეეჯახა, მესამე ვაშინგტონში პენტაგონის შენობას, მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტს 2 977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
