Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში იმ შეზღუდვების შესახებ წერს, რომელიც მისი აზრით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს.
თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %.
დღეს, ქუთაისში, ჩაის სახლ „ფოე ფოეში“, იმერეთის მედიის წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა თემაზე - „კოვიდპანდემია და კლიმატის ცვლილება“ გაიმართა. პროექტს "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" FirstNews.ge საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია - „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – მოძრავი გამოფენა ქუთაისში გაიმართა, სადაც 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იყო წარმოდგენილი.
მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კოვიდ 19-ის გამომწვევმა ვირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულებიდან გაჟონა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენების მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.
