როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
10 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
