საქართველოდან უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 62 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- ,,საპატრიარქო შეგვპირდა, რომ მოახდენს პირდაპირ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რათა „ჩატეხილი ხიდი“ აღდგეს"- კახა წიქარიშვილი
- ,,იმედს ვიტოვებთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება საპატრიარქოს მხრიდან"- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი ზაქრო გვიშიანი
- ,,პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში"- მიხეილ სარჯველაძე
- მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- ნანუკა ჟორჟოლიანს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
