ნოემბერი 04 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 48 615 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%.


ნოემბერი 03 2021

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ში (Комсомольская правда) დაბეჭდილია სტატია-რეცენზია ცნობილი ამერიკული სადაზვერვო-ანალიტიკური კომპანია „სტრატფორის“ ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ჯორჯ ფრიდმანის წიგნის „შემდეგი 100 წელი“ რუსულ გამოცემასთან დაკავშირებით, სათაურით „ჩრდილოვანი „ცეერუ“-ს წინასწარმეტყველება: თურქეთი და პოლონეთი რუსეთს მიწებს წაართმევს“ (ავტორი - ოლეგ ადამოვიჩი).


ნოემბერი 03 2021

ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 03 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.


ნოემბერი 03 2021

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 50 ათასზე მეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) განაცხადეს.


ნოემბერი 03 2021

„მოსკოვი და ვაშინგტონი პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მეორე სამიტს ამზადებენ. ჯერჯერობით შეხვედრის თარიღი, ფორმატი და თემატიკა ცნობილი არ არის. ამ თემაზე რუსული გაზეთის „კომერსანტ“-ის (КоммерсантЪ) კორესპონდენტი ელენე ჩერნენკო ესაუბრება ამერიკელ პოლიტოლოგს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს ჯონ მირშაიმერს. ტექსტი გაზეთში გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებაში მთავარი პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატებია“.


ნოემბერი 03 2021

არანაირი ნდობა არ გამაჩნია, რომ აღსრულდება მართლმსაჯულება, პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს, – განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ, რომლის ბრალდების საქმეზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.


ნოემბერი 03 2021

რუსეთი არ ცვლის გეგმებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


ნოემბერი 03 2021

მადაგასკარის სამხრეთით, გლობალური კლიმატის ცვლილების გამო, ფართომასშტაბიანი შიმშილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს პრესსამსახური ავრცელებს.


ნოემბერი 03 2021

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიაში რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულოა ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.


გვერდი 746 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.