"ბინძურო მატყუარა" - მიხეილ სააკაშვილი პროკურორს
ბინძურო მატყუარა, - ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს მიმართა.
ეს სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს მას შემდეგ უთხრა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია".
ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს „მეტი პატივისცემისკენ" მოუწოდა.
სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ადვოკატების საქმის ორი პროკურორის - გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას ითხოვენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
