ნოემბერი 25 2021

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დეკემბრიდან დარჩენილი შეზღუდვების დიდი ნაწილი უქმდება, ეს ეხება რესტორნებს, კინოთეატრებს და იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში არიან აცრილები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან - სპეციალისტების შეფასებით, ეს “მწვანე პასპორტების” მექანიზმის ამოქმედების საპირწონედ გაკეთდა და თუ “მწვანე დოკუმენტში” გაწერილი წესები ზედმიწევნით აღსრულდება, დადებითი ეფექტი ექნება, თუმცაღა, ამავე დროს გარკვეულ რისკებსაც ხედავენ”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეზღუდვების დიდი ნაწილი პირველი დეკემბრიდან იხსნება - დააბალანსებს თუ არა სიტუაციას “მწვანე პასპორტების” ამოქმედება.


ნოემბერი 25 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 987 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%.


ნოემბერი 24 2021

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად


ნოემბერი 24 2021

ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი - მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.


ნოემბერი 24 2021

სააკაშვილი მოითხოვს აუცილებლად და დაუყოვნებლივ, ცენტრი „ემპათიის“ მიერ შექმნილი საექიმო საბჭოს შესვლას - ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა, მენტალური აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, დროულ და კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


ნოემბერი 24 2021

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყებას, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კოალიცია ავრცელებს, რითაც ეხმაურება პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების დაწყების პროცესს.


ნოემბერი 24 2021
დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
 
ტეგები:

ნოემბერი 24 2021

სად გვჭირდება მწვანე სტატუსის წარდგენა - ეს არის რესტორნები, კაფეები, ბარები, ღია და დახურული სივრცე. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, - ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


ნოემბერი 24 2021

რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 24 2021

რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 10 თვითმფრინავი და რამდენიმე გემი, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.


გვერდი 743 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.