საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ქვეყანაში 8 წლის შემდეგ დაბრუნდა. პირველ ოქტომბერს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანისას მანქანიდან ძალით „გადმოათრიეს“, როდესაც ხელიდან დასხლტომა სცადა, იყო მოხრჩობის მცდელობაც.
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა.
ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, ეს გერბი შევქმენი, ეს ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში ? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 068 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%.
სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი, ექიმი, რომელმაც "ომიკრონის" შტამი აღმოაჩინა აცხადებს, რომ მას COVID-19-ისათვის არადამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
