ახალი კორონავირუსის შტამმა "ომიკრონმა" შესაძლოა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ძალიან ფართო ფენა შექმნას. თბილისის ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა საზოგადოებრივმა იმუნიტეტმა 100%-ს ვერ, თუმცა 80%-90%-ს მაინც მიაღწიოს.
ქმრის მიერ მოკლული ორსული ახალგაზრდა ქალის დეიდაშვილი ამბობს, რომ მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ოჯახი სადილობას აპირებდა.
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო მესას დაესწრო. საზეიმო მესა, პადრე გაბრიელმა აღავლინა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 748 PCR ტესტით.
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები”-სა და ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „ევროპული სამყარო და ქუთაისი“.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევას აზიარებს და წერს:
