ფრანგი მეცნიერების კვლევით, „ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია
„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - ამ ინფორმაციას Euronews ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ და კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს.
ამავე კვლევის თანახმად, „ომიკრონ“ ვარიანტი განსაკუთრებული სისწრაფით ბავშვებში ვრცელდება. 7 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „ომიკრონ“ შტამი ხალხს კლავს და მას არ შეიძლება „მსუბუქი“ ეწოდოს. მისი თქმით, ახალი შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება და მსოფლიოს „ახალი შემთხვევების ცუნამი“ ემუქრება.
„გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 71%-ით მეტია“, - განაცხადა მან.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
