დეკემბერი 19 2021

ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ ამ­ჯე­რად სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.


დეკემბერი 19 2021

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი მოქალაქეების რაოდენობა 65%-ს აღწევს. მისი განცხადებით ქვეყნის მოსახლეობის 35% ისევ მოწყვლადია ახალი ინფექციის მიმართ. 


დეკემბერი 19 2021

20 დეკემბერიდან 23 დეკემბრის ჩათვლითაღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით აცივდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +1°, ხოლო დღისით +12° გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში კი ღამით -5°-მდე აცივდება, ხოლო დღისით +9°-მდე დათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და თოვლჭყაპი.  


დეკემბერი 19 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შერიგების ინიციატივა გააცნო. მისი განმარტებით, დიალოგის არარსებობის პროცესში სხვადასხვა ნარატივი სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა და ახლა საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება უჭირს. პრეზიდენტი განმარტავს, რომ ინიციატივა საზოგადოების გაერთიანებასა და ტოლერანტობის მაღალ დონეზე აყვანას გულისხმობს.


დეკემბერი 19 2021

მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს , - ამის შესახებ ქუთაისის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.


დეკემბერი 19 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს სიარულისას წონასწორობის დაცვა უჭირს.


დეკემბერი 18 2021

“ნაციონალურ მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიანი პერიოდი უახლოეს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე მძიმე, ყველაზე ბოროტი და ყველაზე სისხლიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ეროვნული შერიგების იდეასთან დაკავშირებით განუცხადა.


დეკემბერი 18 2021

პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში,- ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.


დეკემბერი 18 2021

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


გვერდი 724 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.