"ზელენსკის ფილმი ბევრწილად დაფუძნებულია ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებზე"
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს მიმართა, რომ დარწმუნებულია, თავადაც უყურებს ფილმს „ხალხის მსახური“, რომელშიც ზელენსკი მონაწილეობს.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, როგორც სცენარისტმა უთხრა, ზელენსკის ფილმი ბევრწილად დაფუძნებულია მისი პრეზიდენტობის ეტაპებს.
„ბატონო მოსამართლე, მე დარწმუნებული ვარ, თქვენც უყურებთ ფილმს „ხალხის მსახური“, ზელენსკის მონაწილეობით. გუშინდელ სერიაში იყო ნათქვამი იმაზე, რომ სააკაშვილმა შეამცირა გადასახადები, 11-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი. გავზარდე ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფლანგვას მედავებიან. ზელენსკის ფილმი დაფუძნებულია ბევრწილად, როგორც თვითონ სცენარისტმა მითხრა, ჩემი პრეზიდენტობის ეტაპებს. და წარმოიდგინეთ, რამდენიმე წელიწადში ზელენსკის რომ გადაწვდნენ და უთხრან, რომ მერე რა, რომ შენი ქვეყანა გადაარჩინე, ის მაისური რომ გეცვა, არის ფულის გადახარჯვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
