მარტი 21 2025

დღეს, ქუთაისში, "კლინიკა-ლჯ"- ში მედიის წარმომადგენლებს კონსულტაცია უფასოდ გაუწიეს.


მარტი 20 2025

„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.


მარტი 20 2025

საქართველოს აღარ ჰყავს ოპოზიცია, ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.


მარტი 20 2025

კიევის რეჟიმისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება ეწინააღმდეგება მშვიდობის მიღწევის განზრახვებს. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.


მარტი 20 2025

“ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს “ქართული ოცნება” ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.


მარტი 20 2025

ევროპა „ომის პარტიად“ გადაიქცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.


მარტი 20 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7743 ლარი ეღირება, ევრო – 3.0096 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5922 ლარი.


მარტი 20 2025

რამდენიმე დღის წინ უნიჭიერეს, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მარიამ შენგელიას გაუგონარი ბულინგის კამპანია დაუორგანიზეს, ახლა კი საქართველოს ახალი საფეხბურთო ისტორიის დამწერი, ჩვენი საამაყო ფეხბურთელი ბიჭების ბულინგის მცდელობაზე გადავიდნენ. უსამშობლობის ასეთი აშკარა გამოვლინება მსოფლიოშიც კი იშვიათია, არათუ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


მარტი 19 2025

ის დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ეხმარებოდა, დიდწილად ეხმარებოდა სახელმწიფოს თავის პროგრამებსა და ბიუჯეტში. ამის შედეგები ჯერ არ იგრძნობა და ძალიან მალე ვნახავთ ეკონომიკის ყველა დარგში, რადგან არ არის დარგი, სადაც ძალიან აქტიურად არ იყო ჩართული ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


მარტი 19 2025

საქმე როცა აღძრულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რა თქმა უნდა, ვინმე ამ პროცესებს თუ აფინანსებს, ამაზე კითხვები ჩნდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გვერდი 62 სულ 1355
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.