June 17, 2025

დეკემბერი 20 2024

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის შესახებ შემაჯამებელ პრესრელიზს აქვეყნებს.


დეკემბერი 20 2024

21 დეკემბრიდან, ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნება საახალწლო ბაზრობა და მოეწყობა გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. ღონისძიებების გამო, რამდენიმე ლოკაციაზე დროებით შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.


დეკემბერი 19 2024

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს სანქციების დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.


დეკემბერი 19 2024

რუსეთის ფედერაცია მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე, თუმცა საფუძველი სტამბოლის 2022 წლის მოლაპარაკებების შედეგები უნდა გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


დეკემბერი 19 2024

საქართველოში რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული მაფია მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ მოაქციოს და ის ევროპულ გზას ჩამოაშოროს,- ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


დეკემბერი 19 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8091 ლარი ეღირება, ევრო – 2.9248 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5535 ლარი.


დეკემბერი 19 2024

გაოგნებულები ვართ, რომ “ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს.


დეკემბერი 19 2024

ყველას გილოცავთ მსოფლიო დიდი წმინდანის და საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მფარველის, წმ. ნიკოლოზის ხსენებას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.


დეკემბერი 19 2024

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშირებულ აქტივობას ეხმაურება.


დეკემბერი 18 2024

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება, რომლის ერთ-ერთი ავტორიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონია.


გვერდი 57 სულ 1328
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.