მარტი 23 2025

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მოკავშირეებს, განახორციელონ „ახალი ზეწოლა“ რუსეთზე, რათა ბოლო მოეღოს თავდასხმების „ყოველდღიურ რეალობას“.


მარტი 23 2025

თეთრი სახლი მიზნად ისახავს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა 20 აპრილამდე მოხდეს, როდესაც მართლმადიდებლური და დასავლური ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.


მარტი 23 2025

დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


მარტი 22 2025

აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ფესტივალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.


მარტი 22 2025

„MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ ესენი [“ქართული ოცნება”] იქნებიან სრული კეთროვანები საერთაშორისო თვალსაზრისით - ეს აქტი მნიშვნელოვანია, რათა “ქართულ ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ვიღაცის, ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსს” „MEGOBARI მეგობარი აქტის” მხარდამჭერ მარშზე განუცხადა.


მარტი 22 2025

თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა იმართება.


მარტი 22 2025

საქართველოში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.


მარტი 21 2025

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.


მარტი 21 2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მარტი 21 2025

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" -ამ დევიზით დღეს, მედიის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიის წინ, სოლიდარობის აქცია გამართეს.


გვერდი 61 სულ 1355
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.