"არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი თავის წერილში წერს, საქართველოში პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება.
„მე, როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს), ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას.
ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა, რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო.
იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ, მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს, უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.
ამიტომ, აქ არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ, რაც „ქოცები“ მოშორდებიან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
