September 18, 2025

იანვარი 22 2025

წარმოუდგენელია, რაღაცას ვაკეთებდე, ხელფასს ვიღებდე და საიდანაც ხელფასს ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე - ანუ შენი აღქმით, რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულებაში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ... ჩემი აზრით, ეს ამორალურია! - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რა პროცესიც აღნიშნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ მათ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.


იანვარი 22 2025

იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


იანვარი 20 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8452 ლარი ეღირება, ევრო – 2.9360 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4694 ლარი.


იანვარი 20 2025

მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე,  ბევრი განმარტება გავაკეთე. სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.


იანვარი 20 2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი „სიცოცხლე ღმერთმა გადაარჩინა“, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო.


იანვარი 20 2025

მადლობელი ვარ იმ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოვადგინო , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


იანვარი 20 2025

ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


იანვარი 20 2025

ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა. სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი #20 ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.


იანვარი 20 2025

ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს პროექტის „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ ფარგლებში.


იანვარი 19 2025

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, „განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების აუცილებლობას.


გვერდი 60 სულ 1334
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.