"ვინ, რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ? - წავიდნენ სახლში და იტრიალონ" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
თბილისის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.
კალაძის თქმით, „არაფერი იქნება“ და ოპოზიციის განცხადებები არის ტყუილი საუბრები.
„ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან. საერთოდ არავის აინტერესებს, არც მათი პოლიტიკური მოღვაწეობა, არც შინაარსი, რაზე საუბრობენ. უბრალოდ ცდილობენ, ამ სულელური განცხადებებით, როგორმე რაღაცა შეინარჩუნონ, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ. ვინ რისი გადამტრიალებელია, რა უნდა გადაატრიალონ, წავიდნენ სახლში და იტრიალონ“,- განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
