შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში
ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე შეხვდნენ.
თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეების შესახებ. ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ინფორმირებული ახალგაზრდები უკეთ აცნობიერებენ არა მხოლოდ საკუთარი ხმის, არამედ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობასაც, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარნეულის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
მარნეულის სასწავლო ცენტრში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე. ასევე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე.
შეხვედრას ფასილიტაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, მარნეულის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ბუწურაძე უწევდა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
