ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში 24-25 ოქტომბერს გაიმართება.
თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებათ.
იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლოა, არასრულწლოვანი პირებიც მოექცნენ. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვისთვის" 5000 ლარით დააჯარიმა.
ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის თავდაცვის ძალებს ბრძოლის ველზე შეტევაზე გადასვლა სურთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკასა და საქართველოში, თუ რა ხდება? აბსოლუტური აბსურდია დასკვნა, რომ ის, რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ასე სეგრეგაციულად უნდა შემოგვხედოს ვენეციის კომისიამ, ეს კიდევ ცალკე საკითხია,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსაზრება, რომელიც ვენეციის კომისიამ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე გამოაქვეყნა.
