ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ოქტომბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7238, ევრო – 3.1967, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.6649 ლარი ეღირება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
აქამდე ჩვენ ვიკრიბებოდით და ვიშლებოდით, ახლა ვიკრიბებით მათ დასაშლელად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით მყოფ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში.
საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს საარჩევნო უბნებზე დაკვირვებისა და ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს ქვეყანაში დამხობის მცდელობა იგეგმება, „ფარსი“ და საზოგადოების შეურაცხყოფა უწოდა.
4 ოქტომბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.
