"ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, რეალურად სახელმწიფო ინტერესია, რომელიც უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების მასალები უტყუარი უნდა იყოს და დაცვის ხაზი გადაწონოს.
„მთელი სისტემა არის აწყობილი. იქ, იმ ადამიანებთან, ვინც დაკავშირებულია ამ რევოლუციურ ჯგუფთან აღმოაჩინეს უკრაინიდან გამოგზავნილი ასაფეთქებელი. ბაჩო ახალაიასაც, ზუსტად 4 ოქტომბერს ყოველ წუთში ურეკავდნენ, ამ ექსტრემისტების გადაადგილების პოზიციები იცვლებოდა. საერთოდ ამდენი ფულია დახარჯული ლობისტებში, – ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი. რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ. ქვეყნის არევა, მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდებათ. თუნდაც დუმილის უფლებას ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული. რასაკვირველია, გამოძიება თავის მასალებს დადებს, უნდა იყოს უტყუარი, მტკიცებულებათა ერთობლიობამ დაცვის ხაზი უნდა გადაწონოს, მაგრამ ამას მოსამართლე გადაწყვეტს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
