February 4, 2026

ოქტომბერი 11 2025

სტატისტიკა დამძიმებულია ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა - სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგის თანახმად ევროკავშირში სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდება“.


ოქტომბერი 11 2025

სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) შეშფოთება გამოხატა საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისას და მის შემდეგ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და მთავრობის დამხობის გაცხადებული მცდელობების ფონზე მომხდარი შემდგომი არეულობის გამო, - ამის შესახებ განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.


ოქტომბერი 11 2025

ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოფო ჯაფარიძის საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


ოქტომბერი 11 2025

ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ და რეჟიმს მისცა ჩანაწერების და საჯარო გამოსვლების სახით „მტკიცებულება“, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, – – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 11 2025

მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.


ოქტომბერი 11 2025

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.



ოქტომბერი 08 2025

ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 08 2025

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა ბურჭულაძის დაკავებას ეხმაურება.


ოქტომბერი 04 2025

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე - ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.


გვერდი 34 სულ 1364
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.